Thursday, June 9, 2011

შიიტობა


შიიტობა, შიიზმი (არაბ. شيعة علي‎‎ ში`ათ `ალი; ში`ა, ში, ალიდები) პოლიტიკური მიმართულება ისლამში. მუსლიმები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მუჰამადის შემდეგ უმათის ხელმძღვანელობა უნდა გადასცემოდა `ალის და არა აბუ ბაქრს. საბოლოოდ მაინც მიაღწიეს გამარჯვებას და `ალი ხალიფად აირჩიეს, თუმცა ამას მოჰყვა მუ`ავიას აჯანყება და ხარიჯიტების გამოყოფა.
განასხვავებენ რამდენიმე მიმდინარეობას – 'ითნა აშრიათი (თორმეტეულები), ზეიდიტები (ხუთეული), ისმაილიტები, ღულათი (თავის მხრივ ალავიტები, აჰლულ–ჰაყი, ღურაბიათი, ქასანიათი, დამიათი და დრუზები).


ეტიმოლოგია


დუ 'ლ-ფაყარიხმალი რომელიც მუჰამადმაგადასცა ალის ბადრის ბრძოლის წინ, ჩვეულებრივ გამოსახავენ როგორც შამშირსორადგაყოფილი ბოლოთი
სახელწოდება ში`ათ `ალი მომდინარეობს არაბული ში`ათ (პარტია, პოლიტიკური დაჯგუფება) და პირველი იმამი `ალის სახელიდან. კლასიკურ არაბულში ში`ათ ატარებდა პოლიტიკური დაჯგუფების მნიშვნელობას, ხოლო ჰიზბ, რაც დღეს ატარებს იგივე მნიშვნელობას, საერთოდ ყოველგვარ დაჯგუფების აღსანიშნავად გამოიყენებოდა. "ში`ათ"–სთვის თანამედროვე მნიშვნელობის მინიჭებას მიაწერენ თორმეტეულთა, ისმაილიტთა და დრუზების მეექვსე იმამს,ჯა`ფარ ას–სადიყ იბნ მუჰამადს.

იდეა და რწმენა 

მიუხედავად საერთო საფუძვლებისა, დღესდღეობით უკვე საკმაოდ დიდი განსხვავებაა სუნიტურ და შიიტურ ისლამს შორის. შიიტებს აქვთ ორი ფიყჰის მიმართულება - ზაიდიათი და ჯა`ფარიათი. აღსანიშნავია, რომ ზაიდიათსა და სუნიტური ფიყჰის მიმართულებებს შორის განსხვავება ძალიან მცირეა, ხოლო ჯა`ფარიათის შემთხვევაში იგი მეტია. მაგალითად ჯა`ფარიათის მიხედვით იჯთიჰადის კარიბჭე ღიაა.

მუჰამადის მემკვიდრეობის საკითხი

`ალი იყო მუჰამადის აღმზრდელი ბიძის, აბუ ტალიბის ვაჟი და პირველი მამაკაცი, რომელმაც მუჰამადის სამოციქულო მისიის ირწმუნა. 632 წელს, მუჰამადის გარდაცვალებისას, როდესაც `ალი და მისი ნათესავები მუჰამადს გლოვობდნენ, `ა'იშამმოაწყო საიდუმლო კრება, რომელსაც მეთაურობდნენ აბუ ბაქრი, `უმარი და `უსმანი. მათ ხალიფად გამოაცხადეს აბუ ბაქრი, რამაც `ალის გულისწყრომა გამოიწვია, მაგრამ არ შეეწინააღმდეგა აბუ ბაქრს, რადგან უმათის ერთიანობის დარღვევა არ სურდა. 656 წელს ხალიფა `უსმანის მკვლელობის შემდეგ, `ალი გახდა ხალიფა. `ალის მოწინააღმდეგეები მყისვე დაუკავშირდნენ ერთმანეთს. მოწინააღმდეგეთა ერთი ნაწილი `ალიმ დაამარცხა ბასრასთან. მუ`ავიამ შეაგროვა შამის (სირია) ლაშქარი, თავის მხრივ ალიმაც შეკრიბა ჯარი და ერთმანეთს შეხვდნენ თანამედროვე ერაყისადა სირიის საზღვარზე. მუ`ავიამ მოლაპარაკება მოინდომა, რასაც დათანხმდა `ალი – ხოლო `ალის მოლაშქრეთა ნაწილმა ეს ღალატად ჩაუთვალა და განუდგა, მათგან ჩამოყალიბდა ხარიჯიტების მიმდინარეობა, რომლის ყველა წევრმაც დადო ფიცი სიკვდილით დაესაჯათ ყველა, ვისაც კი ხელი ერია უმათის განხეთქილებაში. 661 წელს (ჰიჯრის შემდეგ 40 წელი), რამადანის 19–ს,სალათ ალ–ფაჯრისას იგი მოწამლული ხმლით სასიკვდილოდ დაჭრა სამმა ხარიჯიტმა – აბდ 'ლ-რაჰმან იბნ მულჯამმა და ორმა მისმა თანამოაზრემ, რომლებმაც მიმალვა მოასწრეს. ორ დღეში `ალი საწამლავისგან გარდაიცვალა, ხოლო იბნ მულჯამი მოგვიანებით დასაჯეს. `ალი დაკრძალეს იქვე და მისი აკლდამის გარშემო ააგეს ჯერ მეჩეთი, შემდეგ კი გაშენდა წმიდა ქალაქთაგან ერთ–ერთი, ნაჯაფი.

ალის მემკვიდრეობის საკითხი 

`ალი, რადგან მუსლიმთა საბჭო ხალიფის ასარჩევად არ შედგა, დე იურე ჩაანაცვლა მისმა უფროსმა ვაჟმა, მეორე იმამმა და მეხუთე მართლმორწმუნე ხალიფამ ჰასან იბნ `ალიმ, მაგრამ ფაქტიური ძალაუფლება მუ`ავიას ხელში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჰასან იბნ `ალი სრულიად არაამბიციური პიროვნება იყო, მუავიამ ჰიჯრის 50 (669) წელს მაინც მოაწამლინა იგი, რადგან მისი ვაჟს,იაზიდს ძალაუფლების მოცილე არ ჰყოლოდა. მაგრამ ამჯერად ჰასანი ჩაანაცვლა მისმა ძმამ, ბევრად ამბიციურმა, გამჭრიახმა და მამაცმა პიროვნებამ, ჰუსაინ იბნ `ალიმ. ჰუსაინმა შეკრიბა ასიოდე თავისი მომხრე და გაემართა ქუფისაკენ (სამხრეთ ერაყი), სადაც `ალის მომხრეები იყვნენ გამაგრებული. მაგრამ 61 წლის ათ მუჰარამს ქარბალასთან მას ჩაუსაფრდა სირიელთა ლაშქარი (ზოგი ცნობით 20 000, ზოგი ცნობით 7 000 მეომარი) და ბრძოლაში მოჰკლეს ჰუსაინი, მისი მხლებლები და სირიელთა ლაშქრიდან ჰუსაინის მხარეს გადასული მებრძოლები (მაგ: ჰურ იბნ იაზიდ არ–რიათი). ჰუსაინს თავი მოჰკვეთეს და წაიღეს აშ–შამში (დამასკო).

No comments:

Post a Comment