Thursday, June 9, 2011

პროტესტანტიზმი


პროტესტანტიზმი (ლათ. protestans, ნათესაობითი ბრუნვა protestantis - ის, ვინც საჯაროდ ამტკიცებს) ქრისტიანობის სამი მთავარი განშტოებიდან ერთ-ერთია და წარმოადგენს რამდენიმე მსხვილი მიმდინარეობის და ბევრი დამოუკიდებელი ეკლესიის ერთობლიობას, რომლებიც წარმოშობით დაკავშირებულნი არიან რეფორმაციასთან - XVI საუკუნის ანტიკათოლიკურ მოძრაობასთან რომლის ერთერთი ხელმძღვანელი და სულისჩამდგმელი გერმანელი ბერი მარტინ ლუთერი იყო (1483―1546).
ამჟამად მსოფლიოში 600 მილიონამდე პროტესტანტია, აქედან 350 მილიონი აფრიკაში, 120 მილიონი ევროპაში, 80 მილიონი ლათინურ ამერიკაში, 65 მილიონი აზიაში და 10 მილიონი ავსტრალიასა და მიმდებარე კუნძულებზე.


სახელწოდების წარმოშობა და აღიარება




პროტესტანტიზმი
95Thesen.jpg

რეფორმაცია
ისტორია

წინა-რეფორმაციული მოძრაობები


რეფორმაციის მოძრაობები


პოსტ-რეფორმაციული მოძრაობები

XX საუკუნის პროტესტანტული მოძრაობები


1526 წელს ლუთერის მომხრე გერმანელი თავადების შპეერის რაიხსტაგმა შეაჩერა ლუთერის საწინააღმდეგო ვორმსის ედიქტის მოქმედება. თუმცა 1529 წელს მეორე რაიხსტაგმა გააუქმა ეს დადგენილება, რასაც 5 საიმპერიო თავადის და რამდენიმე გერმანული ქალაქის პროტესტი მოჰყვა, რაც ხმამაღლა და უკომპრომისოდ განაცხადეს კათოლიკებთან გამართული თეოლოგიური დისპუტისას. აქედან წარმოსდგა ტერმინი ”პროტესტანტი”.
ახალმა მიმდინარეობამ სწრაფად მოიცვა ევროპის ჩრდილოეთ ნაწილი და საფრანგეთი. შეშფოთებულმა კათოლიკურმა ეკლესიამ საფრანგეთში იარაღი გამოიყენა ახალი მიმდინარეობის წინააღმდეგ, რასაც თან დინასტიური ინტრიგები დაერთო, 1562-1598 წლებში მიმდინარეობდა ომი რომელიც ისტორიაში ”ჰუგენოტების ომის” სახელით შევიდა. შედეგად ჰუგენოტებმა მიიღეს სამხრეთ საფრანგეთში ცხოვრების უფლება, თუმცა მათი გავლენა საფრანგეთში მკვეთრად შემცირდა.
რომის ეკლესიამ რეფორმაციასთან საბრძოლველად შექმნა ”კათოლიკური ლიგა”. პროტესტანტებმა ’’ევანგელისტური კავშირის’’ შექმნით უპასუხეს. შეიარაღებული დაპირისპირება საერთოევროპულ, ე.წ. ”30 წლიან” (1618-1648 წლები) ომში გადაიზარდა, რომელიც დასრულდა ვესტფალიის სამშვიდობო შეთანხმებით. შედეგად კათოლიკეები, პროტესტანტები და კალვინისტები უფლებრივად გათანაბრდნენ.



















No comments:

Post a Comment