Thursday, June 9, 2011

მსოფლიოს რელიგიები


მსოფლიოში ორასზე მეტი რელიგიაა ცნობილი. მათ შორის მრავალი რამ საერთოა, მრავალი - განსხვავებული. რელიგიები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სიძველით, ტრადიციებით, შინაარსით, ფილოსოფიური სიღრმით. უდიდესი, დახვეწილი რელიგიების - ქრისტიანობის, იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმის გვერდით არსებობენ ჩამორჩენილ ტომთა პრიმიტიული რელიგიური წარმოდგენები, კერპთა თაყვანისცემა, უმარტივესი რიტუალები.


მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი რელიგიები (ფრჩხილებში მითითებულია მორწმუნეთა რიცხვი (მლნ. ადამიანი) და მსოფლიო მოსახლეობის პროცენტული წილი).
  • ქრისტიანობა (1943, 32,8%)
    • კათოლიციზმი (1027)
    • პროტესტანტიზმი (316)
    • მართლმადიდებლობა (214)
    • ანგლიკანიზმი (64)
    • სხვა მიმდინარეობები (322)
  • ისლამი (1165, 19,6%)
    • სუნიზმი (1050)
    • შიიზმი (115)
  • ინდუიზმი (762, 12,8%)
  • ჩინური რელიგიები (359, 6,1%)
  • ბუდიზმი (354, 6,0%)
  • ეთნიკური რელიგიები (249, 4,2%)
  • ათეიზმი (150, 2,5%)

No comments:

Post a Comment