Thursday, June 9, 2011

მოციქულთა რწმენის სიბოლო

მწამს მამა ღმერთი, ყოვლისშემძლე, შემომქმედი ცისა და მიწისა, და უფალი იესო ქრისტე, მხოლოდ შობილი ძე ღმერთისა, უფალი ჩვენი, ჩასახული სულიწმინდისაგან, დაბადებული ქალწულ მარიამისაგან, ნაწამები პონტოელი პილატეს დროს, ჯვარცმული, მომკვდარი და დამარხული, ჩასული ჯოჯოხეთში, მკვდრეთით აღმდგარი მესამე დღეს, ამაღლებული ზეცაში და ყოვლისშემძლე მამა ღმერთის დიდებაში მჯდომი, საიდანაც ის მოვა ცოცხალთა და მკვდართა გასასამართლებლად. მწამს სულიწმინდა, ერთი წმინდა ქრისტიანული ეკლესია, წმინდანთა მოზიარეობა, ცოდვების პატიება, მკვდრეთით აღდგომა და საუკუნე სიცოცხლე ამინ. ” მოციქულთა რწმენის სიმბოლოს დიდ ნაწილს აქვს საკმაოდ ძველი წარმომავლობა, თუმცა ზოგიერთი გამოთქმა გაჩნდა IV-V საუკუნეებში, მაგალითად “ჩასული ჯოჯოხეთში”, ეს ფრაზა არ იყო დასავლურ რწმენის სიმბოლოში.



ნიკეის რწმენის სიბოლო

მიღებული იქნა ნიკეის საეკლესიო კრებაზე 325 წელს გვწამს ერთი ღმერთი - მამა ყოვლისმპყრობელი, შემომქმედი ყოველი ხილულისა და უხილავისა. და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღმერთისა, დაბადებული მამისაგან, ანუ მისი არსისაგან. ღმერთი - ღმერთისაგან, ნათელი - ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი - ჭეშმარიტი ღმერთისაგან, დაბადებული არა შექმნილი, მამის თანაარსი, (ჰომოუსიოს), რომლისგანაც წარმოიშვა ყოველივე, როგორც ზეცაში, ასევე მიწაზე. ჩვენთვის და ჩვენი დახსნისათვის მოვლენილი. ხორცშესხმული და განკაცებული, დატანჯული და მესამე დღეს აღმდგარი. ამაღლებული ზეცაში და მომავალი, ცოცხლებისა და მკვდრების გასასამართლებლად. და სულიწმინდა. წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია გადასცემს ანათემას (შეჩვენებას), ყველას, ვინც იტყვის: იყო დრო, როცა ის არ იყო (ლაპარაკია იესოზე) და ის არ იყო მანმადე, სანამ დაიბადებოდა. და მათ ვინც დაიწყებს მტკიცებას, რომ ის მამის თანააარსი არ არის, ან, რომ ის არ არის მუდმივი და ცვალებადია.”
ნიკეა-კონსტანტინეპოლის რწმენის სიბოლო მიღებული იქნა კონსტანტინეპოლის I საეკლესიო კრებაზე- 381 წ. გვწამს ერთი უფალი იესო ქრისტე, მხოლოდშობილი მამისაგან საუკუნეთა უწინ, ნათელი - ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი - ჭეშმარიტი ღმერთისაგან, დაბადებული არა შექმნილი, მამასთან თანაარსი, (ჰომოოუსიოს), მისგან წარმოიშვა ყოველივე. ჩვენთვის და ჩვენი ხსნისათვის ჩამოვიდა იგი ზეციდან, ხორცი შეისხა სულიწმინდისაგან და ქალწულ მარიამისაგან და გახდა კაცი, პონტოელი პილატეს დროს იქნა ჯვარცმული ჩვენი გულისათვის, იტანჯა და დამარხული იქნა. მესამე დღეს ის აღდგა წერილის მიხედვით და ამაღლდა ზეცაში. ის ზის მამის მარჯვნივ და მოვა კვლავ დიდებით, რომ გაასამართლოს ცოცხლები და მკვდრები, მის მეფობას არ ექნება დასასრული. და სულიწმინდა უფალი მაცოცხლებელი, გამომავალი მამისაგან (და ძისაგან დასვლეთის ეკლესიები). მამასთან და ძესთან ერთად ის ღირსია თაყვანისცემისა და ქებადიდებისა. ის ლაპარაკობს წინასწარმეტყველების მეშვეობით; და მხოლოდ ერთ, წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიაში. ჩვენ ვაღიარებთ ერთ ნათლობას ცოდვების მისატევებლად, ჩვენ ველოდებით მკვდრეთით აღდგომას და საუკუნო სიცოცხლის დადგომას. ამინ.”

No comments:

Post a Comment